Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი-ბაიდენის საუბრის შემდეგ აშშ ევროპელ მოკავშირეებს ელაპარაკება 


ამერიკელ სენატორებთან გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა სამხედრო დახმარება, უკრაინის ცაზე ფრენისთვის შეზღუდული ზონის დაწესების ჩათვლით, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ჯოზეფ ბაიდენს.

" მუდმივი დიალოგის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ველაპარაკე აშშ-ის პრეზიდენტს. საუბრის დღის წესრიგი მოიცავდა უკრაინისთვის უსფრთხოებისა და ფინანსურ საკითხებში დახმარებას და რუსეთის სანქცირების გაგრძლებას"- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა მისი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

თეთრი სახლის ცნობით საუბარი ორ პრეზიდენტს შორის ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცის დაკეტვის გარდა მოითხოვა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა, რათა ქვეყანა, ფრენისთვის შეზღუდული სივრცის დაწესების გარეშეც გაუმკლავდეს რუსეთის საჰარეო შეტევებს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია მოკავშირეებთან, კერძოდ პოლონეთთან მართავს მოლაპარაკებებს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე.

XS
SM
MD
LG