აშშ განიხილავს შესაძლებლობას, გააგზავნოს პოლონეთში თვითმფრინავები, თუ პოლონეთი გადაწყვეტს, მიაწოდოს გამანადგურებლები უკრაინას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა 6 მარტს მოლდოვაში ვიზიტისას, იტყობინებოდა Reuters-ი.
„აქტიურად განვიხილავთ თვითმფრინავების საკითხს, რომლებიც პოლონეთმა შეიძლება მიაწოდოს უკრაინას და შევისწავლით, თუ როგორ შეძლებს პოლონეთი შეავსოს თავისი მარაგი, თუ თვითმფრინავები კიევს მიაწოდა“, - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ ვადებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ თემას განვიხილავთ ძალიან აქტიურად, - იტყობინება სააგენტო. ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ-ს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ უკრაინას ნატოს წევრი სხვა ქვეყნები მიაწოდებენ საბრძოლო თვითმფრინავებს.
უფრო ადრე ნატოს და პოლონეთის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავები, რომელთა შორის არის МиГ-29 და Су-25, უკრაინას არ მიეწოდება და ევროკავშირმა, რომელიც თავიდან აცხადებდა ამგვარი გადაცემის შესაძლებლობაზე, თქვა, რომ არ დააფინანსებს ამგვარ ოპერაციას.
თუმცა, World Street Journal-ის ცნობით, პოლონეთის მიერ უკრაინისთვის ამ თვითმფრინავების გადაცემა კვლავაც არ არის გამორიცხული. აღნიშნული სქემა შეიცავს პოლონეთისთვის აშშ-ის მხრიდან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემას.
უკრაინას ყავს МиГ-29 და Су-25-ის გამოცდილი მფრინავები, თუმცა არ აქვს F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გამოყენების გამოცდილება.
კიევი თვითმფრინავების გარდა, ნატოსგან მოითხოვს თავის საჰაერო სივრცეში ფრენისგან დახურული სივრცის შექმნას, რაზეც ნატოსგან უარი მიიღო, რადგან ალიანსი თვლის, რომ ეს რუსეთმა ომის გამოცხადებად შეიძლება მიიჩნიოს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 6 მარტს განაცხადა, რომ უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოების მიერ მათი აეროდრომების უკრაინის სამხედრო ავიაციის ბაზირებისთვის გამოყენება განხილული იქნება როგორც ამ ქვეყნების კონფლიქტში ჩარევა. განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებასა და მათ განთავსებაზე უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის სამხედროები ამავე დროს აცხადებენ, რომ უკრაინის ავიაცია პრაქტიკულად განადგურებულია. დამოუკიდებლად ამ ცნობის შემოწმება შეუძლებელია. ზუსტად არის ცნობილი, რომ ომის დასაწყისიდან, როცა უკრაინას ათეულობით ერთეული საფრენი აპარატი ჰყავდა, მან რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავი და შვეულმფრენი დაკარგა. რუსეთმა სამხედრო შეჭრა უკრაინაში წამოიწყო 24 თებერვალს. გაერომ დაადასტურა, რომ საომარი მოქმედებების დროს დაღუპულია 300 სამოქალაქო პირი.
ბლინკენის ვიზიტი მოლდოვაში გაიმართა პოლონეთის შემდეგ, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ეწვია 5 მარტს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავის აღმოსავლეთის ფლანგს აძლიერებს მას მერე, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.