Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 3,5 ლარამდე ღირს


საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარი დოლართან იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსია. ყველაზე მსხვილ ბანკებში 1 დოლარის შესაძენად დაახლოებით 3,5 ლარია საჭირო.

8 მარტის დილის 11:30 საათის მონაცემები:

"საქართველოს ბანკი":

  • 1 დოლარი: ყიდვა - 3,38 ლარი; გაყიდვა 3,52 ლარი;
  • 1 ევრო: ყიდვა - 3,662 ლარი; გაყიდვა 3,826 ლარი.

"თიბისი ბანკი":

  • 1 დოლარი: ყიდვა - 3,36 ლარი; გაყიდვა 3,5 ლარი;
  • 1 ევრო: ყიდვა - 3,633 ლარი; გაყიდვა 3,823 ლარი.

"ლიბერთი ბანკი":

  • 1 დოლარი: ყიდვა - 3,38 ლარი; გაყიდვა 3,51 ლარი;
  • 1 ევრო: ყიდვა - 3,658 ლარი; გაყიდვა 3,849 ლარი.

"ბაზის ბანკი":

  • 1 დოლარი: ყიდვა - 3,365 ლარი; გაყიდვა 3,515 ლარი;
  • 1 ევრო: ყიდვა - 3,632 ლარი; გაყიდვა 3,864 ლარი.

"ტერაბანკი":

  • 1 დოლარი: ყიდვა - 3,39 ლარი; გაყიდვა 3,48 ლარი;
  • 1 ევრო: ყიდვა - 3,695 ლარი; გაყიდვა 3,795 ლარი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა - თუკი, 24 თებერვლის დილით 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, დღეს დილიდან 3,3991 ლარი ღირს. ჯამში სხვაობა თითქმის 40 თეთრია.

ამავე პერიოდში ლარი ევროსთან 27 თეთრზე მეტით გაუფასურდა - თუკი 24 თებერვლის დილით 1 ევროს ყიდვა 3,4063 ლარად შეიძლებოდა, დღეს დილიდან 3,6802 ლარი ღირს.

უკვე მეცამეტე დღეა რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. მსოფლიო რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აწესებს სანქციებს, საქართველო კი "ეროვნული ინტერესების" მოტივით არ უერთდება მათ.

XS
SM
MD
LG