Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური: თანამდებობიდან არ მივდივარ, მაგრამ სადაც გადაწყვეტს ბატონი პრემიერი, მზად ვარ იქ ვიყო


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა და არც მოხსნა. მან პარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მზადაა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, რომელსაც მას გუნდი შესთავაზებს.

"როცა ჟღერდება, რომ აღარ ვიქნები თანამდებობაზე, ყველაზე მეტად ჩემს ოჯახს უხარია და ბედნიერები არიან და ელოდებიან. მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ჯერ ისევ აქ ვარ. მე ვარ გუნდის წევრი, სადაც გადაწყვეტს ბატონი პრემიერი - დღეს აქ ვარ საჭირო, ხვალ მოადგილე ვიყო თუ სახლში წავიდე, თუ მეტყვიან, მე მზად ვარ მივიღო ეს. თუმცა დღეს არანაირი ცვლილება არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, პრემიერი, პოლიტსაბჭო, რომ გადავიდე სხვა მიმართულებაზე, სხვა რაღაც გავაკეთო, მე მზად ვარ - არანაირი პრობლემა არ იქნება", - თქვა გომელაურმა.

მან უარყო რამდენიმე კვირის წინ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბრუნება.

XS
SM
MD
LG