Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში 14 მარტს გაიმართება


საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 14 მარტს, 12 საათზე მოისმენს - გადაწყვეტილება ამის შესახებ 9 მარტს ბიუროს სხდომაზე მიიღეს დეპუტატებმა.

სალომე ზურაბიშვილის მოხსენების მოსმენის გარდა, ამ დღეს დეპუტატებს საშუალება ექნებათ პრეზიდენტს დაუსვან კითხვები და დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები.

პარლამენტმა პრეზიდენტს წლიური ანგარიშის 5 მარტს წარდგენაზე, როგორც ამას სალომე ზურაბიშვილი ითხოვდა, უარი უთხრა და მოსმენის სხვა დროს გამართვა შესთავაზა. პრეზიდენტის პარლამენტში წარდგომის ალტერნატიული თარიღი მაშინ არ დასახელებულა. პარლამენტის მხრიდან ამგვარი ქცევა უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა და დეპუტატებს უმრავლესობიდან ინსტიტუციებისადმი პატივისცემისკენ მოუწოდა.

უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებთან პირისპირ შეხვედრები და სატელეფონო საუბრები გამართა. მან ასევე მიმართა პარლამენტის წინ უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შეკრებილ მოსახლეობას 4 მარტს და თქვა, რომ დგას უკრაინისა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG