საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 39 570 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება უკვე აისახა ლარის კურსზე - ეს ცვლილება გამოჩნდა bloomberg-ის მონაცემებშიც. ამ სისტემის მიხედვით, ლარი დოლართან მკვეთრად უფასურდებოდა - 1 დოლარის ყიდვა 3,465 ლარად იყო შესაძლებელი.
ეროვნულმა ბანკმა დღეს, 9 მარტს, ჯამში 50 მლნ დოლარი გამოიტანა გასაყიდად. ამ ვაჭრობის შედეგების გათვალისწინებით, ლარის ოფიციალური კურსი, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში, 17:00 საათზე დადგინდება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ლარი დოლართან მკვეთრად გაუფასურდა - თუკი, 24 თებერვლის დილით 1 დოლარი 3,003 ლარი ღირდა, 8 მარტის დილიდან - 3,3991 ლარი ღირდა. ჯამში სხვაობა თითქმის 40 თეთრია.
დაწერეთ კომენტარი