Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის უდიდესმა ნავთობ-გაზის კომპანია Eni-მ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვა


იტალიის უდიდესმა ნავთობ-გაზის კომპანია Eni-მ შეწყვიტა ახალი კონტრაქტების გაფორმება რუსეთიდან ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე.

გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანის გამო.

ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება კომპანიის კომენტარებზე დაყრდნობით. Eni-ში აღნიშნავენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას რუსეთის გაზის შესყიდვებთან მიმართებით.

მანამდე ბრიტანეთის კომპანია British Petroleum-მა და ბრიტანეთ-ნიდერლანდის კომპანია Shell-მა უარი თქვეს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის თაობაზე ხელმოწერილ კონტრაქტებზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს ხმების დიდი უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი ქვეყანაში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის თაობაზე. ახლა კანონპროექტი სენატმა უნდა განიხილოს. რუსეთის ენერგომატარებლებზე შეზღუდვების მოწოდებით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოვიდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

ბაიდენის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეზღუდავს ევროპაში ნედლეულის მიწოდებას სანქციების საპასუხოდ.

დასავლეთმა სანქციების შედეგად, რაც უკრაინაში შეჭრას მოჰყვა, რუსეთი უკვე ჩამოაშორა საერთაშორისო სავაჭრო და ფინანსურ ბაზრებს, მაგრამ ამ კვირამდე სანქციები არ ჰქონდა დაწესებული მის ენერგომატარებლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG