Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურებს უკრაინელი თანამშრომლები მართავენ

რუსეთის ატომური სააგენტო, როსატომი აცხადებს, რომ რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურებს უკრაინელი თანამშრომლები მართავენ - ამ ცნობას, რია ნოვოსტიზე დაყრდნობით, სააგენტო როიტერსი ავრცელებს.

როსატომის თანახმად, ამჟამად გაუქმებულ ჩერნობილის ელექტროსადგურზე - სადაც, 1986 წელს ისტორიაში უდიდესი ატომური კატასტროფა მოხდა - აღდგენის პროცესშია ელექტროენერგიის მიწოდება, და მის აღდგენაში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ.

როსატომი აცხადებს, რომ მიმდინარე სამუშაოები უზრუნველყოფს სადგურების უსაფრთხოებას, და ისინი ტარდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან კოორდინაციით.

XS
SM
MD
LG