Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლ ჰარცელის შეფასებით, ზურაბიშვილის გამოსვლა იყო გააზრებულიც და მნიშვნელოვანიც


საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, იყო შინაარსიანიც და მნიშვნელოვანიც. ელჩი ამბობს, რომ ელის, რა რეაქცია მოჰყვება მას.

„პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა იყო ორივე - გააზრებულიც და მნიშვნელოვანიც. ველი, მომავალ დისკუსიებში რა რეაქცია მოჰყვება მას საქართველოში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, სალომე ზურაბიშვილის მოხსენების მოსმენის შემდგომ პარლამენტში მედიასთან გაკეთებულ მოკლე კომენტარში.

დღეს. 14 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენება წარუდგინა.

მოხსენებას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო ინსტიტუტების პირველი პირები, დიპლომატები, რომელთა მოწვევაც, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს, ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს. პარლამენტში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე - სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სასულიერო პირები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG