Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ნავალნისთვის 13 წლით პატიმრობა და 1,2 მილიონი რუბლი ჯარიმა მოითხოვა


სასამართლოს სხდომა გაიმართა ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვის კოლონიაში, სადაც ნავალნი პატიმრობას იხდის სხვა ბრალდებისთვის.
სასამართლოს სხდომა გაიმართა ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვის კოლონიაში, სადაც ნავალნი პატიმრობას იხდის სხვა ბრალდებისთვის.

რუსეთის პროკურატურამ სასამართლოს სთხოვა, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის 13 წლით კოლონიაში პატიმრობა და 1,2 მილიონი რუბლი ჯარიმა მიუსაჯოს თაღლითობისა და მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით. საქმეზე სასამართლოს სხდომა გაიმართა ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვის კოლონიაში, სადაც ნავალნი პატიმრობას იხდის სხვა ბრალდებისთვის. ეს მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოს გასვლითი სხდომაა.

ბრალდება თაღლითობად მიიჩნევს შეწირულებების შეგროვებას ნავალნის მიერ დაარსებული „კორუფციასთან ბრძოლის ფონდების“ მიერ (ამჟამად ის რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული და აკრძალულია) და ნავალნის ზოგიერთი თანამებრძოლის პირად ანგარიშებზე (მათ წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ ისინი უცხოეთში იმყოფებიან).

ნავალნი ბრალეულობას არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული. ნავალნის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლოს დღეებში, მოსამართლე მარგარიტა კოტოვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს, ევგენი ვლადიმიროვს ურეკავდა - აცხადებს ნავალნის თანამებრძოლი ივან ჟდანოვი, რომელსაც მოსამართლის სატელეფონო საუბრების ნუსხა ჩაუვარდა ხელში.

XS
SM
MD
LG