Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ბუნდესტაგს სიტყვით მიმართა და გერმანიას მეტი დახმარება სთხოვა


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა გერმანიის პარლამენტის - ბენდესტაგის წევრებისადმი. 17 მარტი, 2022 წელი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა გერმანიის პარლამენტის - ბენდესტაგის წევრებისადმი. 17 მარტი, 2022 წელი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 17 მარტს პირდაპირი ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა გერმანიის პარლამენტის - ბენდესტაგის წევრებს.

მას გერმანიის კანონმდებლები ფეხზე ამდგარი, ოვაციებით შეეგებნენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მისი ქვეყნის აღმოსავლეთში რვაწლიანი ომის განმავალობაში გაანადგურა ყველაფერი, რაც უკრაინამ ააშენა. ახლა, ომის სამი კვრის განმავალობაში, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ათასობით უკრაინელი დაიღუპა, რუსეთის არმიის თავდასხმებს ემსხვერპლა 108 ბავშვი.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებს სურთ თავისუფლება, თანასწორობა და შესაძლებლობა, იცხოვრონ დამოუკიდებლად ისე, რომ არ დაექვემდებარონ სხვა ქვეყანას.

მან გააკრიტიკა ომამდე გერმანიის არასაკმარისი მხარდაჭერა უკრაინისთვის და თქვა, რომ უკრაინის განცხადებები გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის წინააღმდეგ უარყოფილი იქნა არგუმენტით, რომ ეს წმინდა ეკონომიკური გადაწყვეტილება იყო. ამ ფონზე ზელენსკიმ მოითხოვა მეტი მხარდაჭერა თავისი ქვეყნისთვის ახლა, ამ ვითარებაში, როცა, მისი თქმით, რუსეთი ევროპაში ახალ "კედელს" აგებს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.

თავის გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მიმართვა საბჭოთა ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვისადმი, „დაანგრიოს“ ბერლინის კედელი, რომელიც მაშინ ქალაქს ორ ნაწილად ყოფდა. „თქვენ რაღაცნაირად კვლავ აღმოჩნდებით კედლის მიღმა, მაგრამ არა ბერლინის კედლის, არამედ ევროპის შუაგულში, სადაც არის თავისუფლება. და ამ კედელს ამყარებს უკრაინის მიწაზე დაცემული ყოველი ბომბი“, - თვლის ზელენსკი, რომელმაც უშუალოდ მიმართა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს: „დაანგრიეთ ეს კედელი. მიანიჭეთ გერმანიას ის როლი, რომელსაც იმსახურებს“, - თქვა მან და კანცლერს დახმარება სთხოვა ომის დასრულებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობა ჰქონდა უკვე მიემართა აშშ-ის კონგრესისა და ბრიტანეთის პარლამენტისთვის, ის სიტყვით გამოვიდა ევროპის კავშირის კანონმდებლების წინაშეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG