Accessibility links

site logo site logo

ჯერჯერობით ისევ დაუზუსტებელია, რა შედეგი მოჰყვა მარიუპოლის თეატრის დაბომბვას


ჯერჯერობით ისევ დაუზუსტებელია, რა შედეგი მოჰყვა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრის შენობის დაბომბვას. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს ან რომელიმე სხვა შესაბამის უწყებას ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ჯერჯერობით ერთადერთი, ვინც ფეისბუკზე დაწერა, რომ ბომბსაფარმა გაუძლო, ნანგრევებისგან ადგილის გაწმენდა დაიწყო და ადამიანები ცოცხლები არიან, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი სერგეი ტარუტაა. ის ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 16 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ძლიერი საავიაციო ბომბი ესროლეს თეატრის შენობას, რომელსაც თავს აფარებდა ასეულობით ბავშვი და ქალი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თეატრის შენობის აფეთქებაში დაადანაშაულა უკრაინული ბატალიონი „აზოვი“.

საომარი მოქმედებების გამო, დამოუკიდებელი წყაროებით ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. ამასთან, უკრაინული მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ პოლკ „აზოვს“ საბრძოლო ავიაცია არ გააჩნია.

ქალაქი მარიუპოლი საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ზონაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG