Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის მერმა 21 მარტიდან მორიგი 35 საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა


კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. 2022 წლის 6 მარტი.
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო. 2022 წლის 6 მარტი.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ კიევში 21 მარტის საღამოდან მორიგი 35 საათიანი კომენდანტის საათი გამოაცხადა.

კრივში ყოფილმა ჩემპიონმა Telegram-ით განაცხადა, რომ კომენდანტის საათი 21 მარტს, საღამოს 8 საათზე დაიწყება და გასტანს 23 მარტის დილის 7 საათამდე.

კლიჩკომ განაცხადა, რომ მაღაზიები, აფთიაქები და ბენზინგასამართი სადგურები 22 მარტს დაკეტილი იქნება. ქალაქის სხვადასხვა ნაწილი არაერთხელ აღმოჩნდა ცეცხლის ქვეშ რუსული ძალების მხრიდან. "ყველას ვთხოვ, სახლში დარჩეს - ან თავშესაფრებში, როცა განგაშის ხმა ისმის", - განაცხადა კლიჩკომ.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ პირველი 35 საათიანი კომენდანტის საათი 15 მარტს გამოაცხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG