Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი სასამართლომ თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო


მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დამნაშავედ ცნო თაღლითობასა და სასამართლოს შეურაცხყოფაში. სასამართლოს გასვლითი სხდომა ვლადიმირის ოლქის ქალაქ პორკოვის გამოსასწორებელ კოლონიაში იმართება, სადაც ნავალნი ე .წ. „ივ როშეს“ საქმეზე იხდის სასჯელს.

ნავლის გუნდი სასამართლოს სხდომას პირდაპირ ეთერში გადასცემს.

მოსამართლე მარგარიტა კოტოვამ პირველივე წინადადებაში თქვა, რომ ნავალნიმ თაღლითობა ჩაიდინა. სასჯელის ზომა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სასამართლო სხდომის გასაშუქებლად მედიის 100-მდე წარმომადგენელი მივიდა, თუმცა მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს, კორონავირუსის საფრთხეების გამო არსებული შეზღუდვების არგუმენტით. ისინი სასამართლო ტრანსლაციისთვის განკუთვნილ ორ დარბაზში გადაანაწილეს.

სახელმწიფო ბრალდება ალექსეი ნავალნისთვის 13-წლიან საპატიმრო სასჯელს მოითხოვს, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდის პირობით და ასევე ჯარიმას 1.2 მილიონი რუბლის ოდენობით. დაცვის მხარე ნავალნის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს.

პოლიტიკოსი, რომელიც უკვე იხდის სასჯელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკანონოდ აღიარებულ ე.წ. "ივ როშეს" საქმეზე, ამჯერად დამნაშავედ ცნეს შემოწირულებებით მიღებული თანხების განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფაში.

ნავალნი ბრალს არ აღიარებს, საქმეს იგი პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნევს.

XS
SM
MD
LG