Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ობოლონის რაიონი კვლავ დაიბომბა. დაიღუპა ერთი ადამიანი


22 მარტს რუსეთის სამხედრო ძალების პოზიციიდან კვლავ დაიბომბა კიევის ობოლონის რაიონი, სადაც კიევის ადამინისტრაციის ცნობით დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. ჭურვის მოხვედრის შედეგად ორ შენობას და სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვა სავარაუდოდ რუსული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 14 მარტს რუსულმა ჭურვმა ამავე ობოლონის რაიონში გაანადგურა 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლი. დაიღუპა სულ მცირე სამი მოქალაქე.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. კიევის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 1300-მდე სამხედრო მოსამსახურე. ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულთა და უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობა 4.5 მილიონს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG