Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაიწყო ევროპაში ვიზიტი


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 23 მარტს დაიწყო ევროპაში ვიზიტი. ის ნატოელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს შემდგომ მოქმედებებს უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

აშშ-ის პრეზიდენტი უკვე ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ხუთშაბათს ნატოს საგანგებო სამიტი გაიმართება რუსეთის ინტერვენციის თაობაზე.

როგორც მოსალოდნელია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოკავშირით მიმართავს ნატოს სამიტის მონაწილეებს.

ბაიდენი ასევე მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში და ევროკავშირის სამიტში.

პარასკევს ბაიდენი გაემგზავრება ვარშავაში. 26 მარტს ის პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება. მხარეები მოილაპარაკებენ უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებზე.

როგორც თეთრმა სახლმა აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა უკრაინის კრიზისის ფონზე გაამყაროს ევროპელი მოკავშირეების, ნატოს წევრებისა და „დიდი შვიდეულის“ ერთიანობა.

XS
SM
MD
LG