Accessibility links

site logo site logo

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში 128 ბავშვი დაიღუპა


დაბომბვის შედეგად დანგრეული სკოლა ხარკოვის ოლქში. 2022 წლის 17 მარტი.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში დაიღუპა 128 ბავშვი და 172-ზე მეტი დაიჭრა.

ოფისის ცნობითვე, მთლიანად დანგრეულია 73 სასწავლო დაწესებულება და კიდევ 500-მდე დაზიანებულია. მათ შორის 230 სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. ყველაზე მეტი - დონეცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის და ჩერნიგოვის ოლქებში და დედაქალაქ კიევში.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

გაეროს მიერ 23 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, ომის გამო ლტოლვილი გახდა 3.6 მილიონი უკრაინელი, მათ შორის 1.5 მილიონზე მეტი ბავშვი.

დღეს, 24 მარტს, ერთი თვე გავიდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სასწავლო დაწესებულებებს და სავაჭრო ცენტრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG