ამერიკის მინესოტის შტატის ზოოპარკში მოუკვდათ 12 წლის ციმბირული(ამურის) ვეფხვი, სახელად „პუტინი“.
ზოოპარკის ადმინისტრაცია მწუხარებით იუწყება, რომ 24 მარტს, სტანდარტული სამედიცინო შემოწმებისას ვეფხვს გულის უკმარისობა განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვეფხვი 2009 წელს დაიბადა ჩეხეთში, სადაც სახელად „პუტინი“ დაარქვეს, შემდეგ კი, 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა დანიის ზოოპარკში, საიდანაც მინესოტაში გადაიყვანეს.