Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: უკრაინელთა ოჯახების 45%-ს საკვების პრობლემა აქვს


უკრაინა, ხარკოვი. 2022 წლის 24 მარტი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ცნობით, ომის დაწყებიდან ერთი თვის შედეგებით, უკრაინელთა ოჯახების 45%-ს საკვების მოპოვების პრობლემა აწუხებს.

„ყოველი მეხუთე იძულებულია, რომ მიმართოს შიმშილის დაძლევის სხვადასხვა ხერხს, მათ შორის - ამცირებს მიღებული საკვების ულუფას, ანდა იშვიათად იღებს საკვებს. ზრდასრული ადამიანები ამცირებენ საკვების მიღებას იმისთვის, რომ მეტი შეხვდეთ ბავშვებს“, - იტყობინება გაერო ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებით.

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის (WFP) მიერ ასევე ტვიტერით გავრცელებული ცნობის თანახმად, კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ორგანიზაცია „მისწვდეს 3 მილიონზე მეტ ადამიანს, ქვეყნის შიგნით [უკრაინაში] და ასევე დაეხმაროს ლტოლვილებსა და იმ ოჯახებს, რომლებმაც ისინი შეიფარეს“.

გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მიერ ტვიტერით გამოქვეყნებული ბოლო ინფორმაციით, გაერომ გადაუდებელი დახმარება გაუწია 700 000 ოჯახს უკრაინაში და კვლავაც ფართოვდება დახმარების მასშტაბები.

31 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარ მოქმედებებს აწარმოებს. რუსეთის არმია დაუნდობლად უტევს მშვიდობიან მოქალაქეებს და მათ შორის - ქალებსა და ბავშვებს. მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ქვეყანა.

უკრაინის ტერიტორიის დატოვების უფლება არა აქვთ კაცებს, რომლებიც იბრძვიან ანდა შესაძლოა პოტენციურად ჩაერთონ საბრძოლო მოქმედებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG