Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვის თქმით, ბაიდენის გადასაწყვეტი არაა, იქნება თუ არა პუტინი ხელისუფლებაში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწოდებას, რომ პუტინი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში.

„ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არაა. რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის მოქალაქეები ირჩევენ,“ განუცხადა პესკოვმა Reuters-ს.

ბაიდენმა ვარშავაში გამოსვლისას თქვა, რომ პუტინი არის დიქტატორი,რომელიც იმპერიის აღდგენითაა გართული და დასძინა: „არ შეიძლება ამ ადამიანის ხელისუფლებაში დარჩენა.“

ოდნავ მოგვიანებით თეთრმა სახლმა დააზუსტა, რომ ბაიდენი არ გამოსულა რუსეთში რეჟიმის შეცვლის მოწოდებით, ის მხოლოდ ითხოვდა, პუტინს წაერთვას რუსეთის ფარგლებს გარეთ თავისი ხელისუფლების გავრცელების საშუალება.

მანამდე პესკო

ვი გამოეხმაურა ბაიდენის სხვა გამონათქვამს. დღესვე უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი „ყასაბია“.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული პირადი შეურაცხყოფა „ავიწროებს შესაძლებლობების ფანჯარას“ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებისთვის.

ამასთან პესკოვმა შეახსენა ბაიდენს, რომ ის 90-იან წლებში იუგოსლავიის დაბომბვის მოწოდებით გამოდიოდა.

„ის მოითხოვდა ხალხის ხოცვას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი პირიდან ასეთი რამის მოსმენა მინიმუმ უცნაურია,“ თქვა პესკოვმა.

XS
SM
MD
LG