Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე საწვავის გაზრდილ ფასებს აპროტესტებენ, გადაკეტილია მოძრაობა


თბილისში საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ, სადაც გზა გადაკეტეს.

მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციას ლიდერი არა ჰყავს, ამიტომ სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ისინი მოუწოდებენ მსუბუქი ავტომობილების და ავტომობილების მძღოლებს, რომ მანქანები რუსთაველის მოედანზე გააჩერონ. აქციის სხვადასხვა კომპანიის კურიერებიც შეუერთდნენ.

აქციის მოთხოვნებია საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანა, რაც მონაწილეების განცხადებით, გააიაფებს საწვავის ფასს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG