Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოპედის და კვადროციკლის მართვის მოწმობა სავალდებულო ხდება


დღეიდან, 28 მარტიდან, მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მართვისთვის საჭირო ხდება სპეციალური კატეგორიის მართვის მოწმობა. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში დღეიდან ამოქმედდა.

„AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.

მართვის მოწმობა და რეგისტრაცია - ცვლილებები მოპედებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

28 მარტიდან “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში, სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

„მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG