Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქსტატის მონაცემებით, ბოლო 1 წელში საქართველოს ეკონომიკა 14,6%-ით გაიზარდა


2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 14,6 პროცენტი იყო. წინასწარ შეფასებას საქსტატი აქვეყნებს.

2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ წელში ანუ 2022 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფასები 13,7 პროცენტით არის გაზრდილი. ეს მონაცემებიც საქსტატის ოფიციალური ინფორმაციაა.

XS
SM
MD
LG