Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომი "გარდამტეხ ეტაპზეა", გაფრთხილებას იძლევა ზელენსკი, ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ პუტინმა კონფლიქტი "სათანადოდ ვერ შეაფასა“


უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის საარტილერიო დანადგარზე ხარკოვის მახლობლად. 2022 წლის 29 მარტი.
უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთის საარტილერიო დანადგარზე ხარკოვის მახლობლად. 2022 წლის 29 მარტი.

რუსეთი არ წყვეტს უკრაინის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვას და რაკეტების დაშენას მიუხედავად დაპირებისა, რომ შეამცირებდა სამხედრო მოქმედებებს ამ არეალში. უკრაინელი სამხედროების თანახმად, რუსეთი დაპირებებს არ ასრულებს და ემზადებიან შემდეგი მძიმე ბრძოლებისთვის აღმოსავლეთში.

ღამის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ხედავს რუსული ძალების გაძლიერებას სამხრეთ-აღმოსავლეთში, რადგან ისინი ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან, ხოლო ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 31 მარტს 45 ავტობუსი გაემართა ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში, კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლების შედეგად ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობის მიზნით.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 მარტს განაცხადა, რომ რუსული ჯარები კვლავაც ინარჩუნებენ პოზიციებს კიევის აღმოსავლეთით და დასავლეთით, შეზღუდული რაოდენობის ქვედანაყოფების გაყვანის მიუხედავად და "სავარაუდოდ, ქალაქის გარეუბნებში უახლოეს დღეებში მძიმე ბრძოლები გაიმართება". ბრიტანეთის დაზვერვის უფროსმა განაცხადა, რომ დემორალიზებული რუსი ჯარისკაცები უკრაინაში უარს ამბობენ ბრძანებების შესრულებაზე და საბოტაჟს ახდენენ და ასევე, შემთხვევით ჩამოაგდეს საკუთარი თვითმფრინავი.

ჯერემი ფლემინგმა, რომელიც ელექტრონულ საჯაშუშო სააგენტოს, GCHQ-ს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ თავის გამოსვლაში აღნიშნა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში. მან დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კონფლიქტი აშკარად "სათანადოდ ვერ შეაფასა."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG