Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 3 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 22 788 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 407 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1303.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

1 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1.79%​;
  • ბოლო 7 დღის - 2.57​%​;
  • ბოლო 14 დღის - 3.2%​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 648 653​ შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 748​ ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG