Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შუამავლობას გასწევს უკრაინისთვის საბჭოთა ტანკების გადაცემისას


აშშ იქნება შუამავალი ევროპის კავშირის მიერ უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების ტანკების გადაცემისას. ამის შესახებ წერს The New York Times-ი და თეთრი სახლის წარმომადგენლის სიტყვები მოჰყავს. გაზეთის თანამოსაუბრე იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, თხოვნის შემდეგ, ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, გახდეს შუამავალი. წყაროების ცნობით, ტანკების მიწოდება, რომელთა მართვაც შეუძლიათ უკრაინელ სამხედროებს, უახლოეს დროში დაიწყება. ტექნიკის რამდენი ერთეული იქნება გადაცემული და, კერძოდ, რომელი ქვეყნებიდან, არ დაუზუსტებიათ. შეიარაღება საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, დარტყმა მიიტანონ რუსეთის ობიექტებზე დონბასში, აღნიშნავს The New York Times-ი. ეს პირველი შემთხვევაა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან, როცა ვაშინგტონი იღებს მონაწილეობას კიევისთვის ტანკების გადაცემაში. საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, რომ ტანკების შემოტანა შესაძლოა, მიანიშნებდეს ახალ ეტაპზე ომისა, რომელიც უკვე ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და რომლის დროსაც რუსული არმია ჰაერიდან უტევს უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და ქალაქებს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ვაშინგტონმა კიევს ერთ-ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო. მთლიანობაში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მმართველობის პერიოდში, უკრაინამ ორ მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო თავდაცვისთვის. უკრაინისთვის "უფრო მომაკვდინებელი დახმარების" აღმოჩენის შესახებ განზრახვის თაობაზე განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც. The Times-ის წყაროების მონაცემებით, უკრაინას სჭირდება უფრო დიდი სიშორის განადგურების სისტემები, რათა ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი რუსული ჯარები განდევნოს. ამასთანავე, ამ რთული აღჭურვილობის ოპერატორებს დრო სჭირდებათ, რათა ისწავლონ მისი მოხმარება.

უფრო ადრე, ნატოში ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მოკავშირეები კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ არ გააგზავნიან ჯარებს უკრაინის ტერიტორიაზე და არასაფრენ ზონას არ შემოიღებენ ქვეყნის თავზე, რასაც შესაძლებელია, ნატოსა და რუსეთის ჯარების პირდაპირი შეტაკება გამოეწვია.

რუსეთის შეიარაღებული შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დაიწყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. კიევი მოსკოვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG