Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქებში ომის მოწინააღმდეგეთა გამოსვლებზე ორასზე მეტი ადამიანი დააკავეს


დაკავება უკრაინის ომის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციისას მოსკოვში, 13 მარტი, 2022 წელი.
დაკავება უკრაინის ომის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციისას მოსკოვში, 13 მარტი, 2022 წელი.

რუსეთის ათზე მეტ ქალაქში შაბათს დააკავეს ორასზე მეტი დემონსტრანტი, რომლებიც უკრაინასთან რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ, იტყობინება რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახური ОВД-Инфо-ზე დაყრდნობით.

ათეულობით პირი დააკავეს მოსკოვსა და პეტერბურგში. მოსკოვში მასობრივი დაკავება მოხდა „ზარიადიეს“ პარკში, რომელიც კრემლის გვერდით მდებარეობს. ოპოზიციური მოძრაობა „ვესნა“ იტყობინებოდა საპროტესტო აქციის შესახებ მდინარე მოსკვაზე მდებარე „დაკიდებულ ხიდთან.“

ათეულობით ადამიანი დააკავეს პეტერბურგში ისაკის მოედანზე. საპროტესტო აქციებისთვის ნებართვას რუსეთის ხელისუფლება არ იძლევა, პოლიცია ხალხს აკავებს იმ არეალებში, სადაც აქციებია დაგეგმილი, ხანდახან შემთხვევითი გამვლელებიც მოხვდებიან ხოლმე პოლიციის მანქანებში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში, ОВД-Инфо-ს თანახმად, დაკავებულია 15 ათასზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG