Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოიპოვეს უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულებები


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch აცხადებს, რომ შეაგროვა მტკიცებულებები რუსების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ უკრაინაში. მათ შორისაა განმეორებითი გაუპატიურების შემთხვევა; მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ უკანონო ძალადობისა და მუქარის სხვა შემთხვევები; ქონების, მათ შორის საკვების, ტანსაცმლისა და შეშის ძარცვის შემთხვევები.

ქალმა განუცხადა Human Rights Watch-ს, რომ რუსმა ჯარისკაცმა არაერთხელ გააუპატიურა იგი სკოლაში, ხარკოვის რეგიონში, სადაც ის და მისი ოჯახი აფარებდნენ თავს 13 მარტს. მისი თქმით, ჯარისკაცმა სცემა და დანით მოაჭრა თმა, ასევე დაუზიანა სახე და კისერი.

6 მარტს რუსმა ჯარისკაცებმა სოფელ ვორცელში, კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 50 კილომეტრში, კვამლის ყუმბარა ჩააგდეს სარდაფში, შემდეგ კი დაჭრეს სარდაფიდან გამოსული ქალი და 14 წლის ბავშვი.

ქალი ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა ჭრილობებისგან. ინფორმაცია HWR-ს მიაწოდა კაცმა, რომელიც ქალის გარდაცვალების დროს მასთან ერთად იყო სარდაფში.

მისივე თქმით, ბავშვი მაშინვე გარდაიცვალა.

HRW-ის ინფორმაციით, 4 მარტს რუსულმა ძალებმა ბუჩაში, კიევის ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში, ხუთი კაცს შემოარტყეს წრე და ერთი მათგანი მოკლეს.

მოწმემ განუცხადა HRW-ს, რომ ჯარისკაცებმა ხუთ კაცს დაჩოქება აიძულეს გზის პირას, მაისურები თავზე გადააცვეს და ერთ-ერთს თავში ესროლეს.

რუსულმა ძალებმა ჩერნიგოვის რაიონის სოფელ სტარი ბიკივში 27 თებერვალს შეკრიბეს სულ მცირე ექვსი კაცი და მოგვიანებით დახოცეს ისინი. ამის შესახებ ერთ-ერთი კაცის დედა საუბრობს, რომელმაც ნახა ექვსივე ცხედარი.

უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარე ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ან ომის კანონები, მათ შორის ჟენევის 1949 წლის კონვენციები.

ომის კანონები კრძალავს განზრახ მკვლელობას, გაუპატიურებას და სხვა სექსუალურ ძალადობას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დატყვევებული მებრძოლებისა და პატიმრობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG