Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისს ტრანსპორტს ახალი ხაზები ემატება


თბილისის სხვადასხვა უბანში 15 აპრილიდან ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ახალი ხაზები ამუშავდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილების გასაუმჯობესებლად ავტობუსის შვიდი და მიკროავტობუსის ათი ახალი მარშრუტი ამოქმედდება.

ავტობუსები ინიშნება

  • N298 ავტობუსი - უზრუნველყოფს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ ქავთარაძის ქუჩის გავლით, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების კავშირს, ასევე, მგზავრების მომსახურებას სადგურის მოედნის მიმართულებით;
  • N299 ავტობუსი - უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას მეტროსადგურ „დიდუბის“ ქვედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან დიღმის მასივის მიმართულებით (ლუბლიანის ქუჩისკენ);
  • N300 ავტობუსი - დავით აღმაშენებლის გამზირიდან საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილდება.
  • N303 ავტობუსი - მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ილია სუხიშვილისა და სესილია თაყაიშვილის ქუჩების გავლით მოემსახურება;
  • N366 ავტობუსი - სრულად ჩაანაცვლებს N420 მიკროავტობუსს და უზრუნველყოფს გიორგი აბაშვილის, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების მომსახურებას (მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“);
  • N396 ავტობუსი - ჩაანაცვლებს მიკროავტობუსს - N408. იგი მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით, უზრუნველყოფს აეროპორტის, ალექსეევკის დასახლებებისა და მასთან ერთად, კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების გადაყვანას;
  • N399 ავტობუსი - ჩაანაცვლებს მიკროავტობუს N537-ს და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმართულებით იმოძრავებს.

გარდა ამისა, ავტობუსებისთვის - N373 და N379 შემცირდება მოცდის ინტერვალი.

მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები

  • N408 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, თავისუფლების მოედნის გავლით, უზრუნველყოფს კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას;
  • N420 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ჭოველიძისა და ბელინსკის ქუჩების გავლით, რჩეულიშვილისა და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს მოემსახურება;
  • N537 მიკროავტობუსი - მეტროსადგურ „დელისიდან“ უზრუნველყოფს ნუცუბიძის პლატოს III და IV მიკრორაიონების კავშირს, ასევე, მოემსახურება დათუაშვილისა და ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩებს;
  • N549 მიკროავტობუსი - მოემსახურება წინანაურის, საბატონოს, ცოლიკაურის, ჟორდანიასა და დიდი ხეივნის ქუჩების მოსახლეობას;
  • N552 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს კალანდაძისა და თორთლაძის ქუჩების მცხოვრებლების მომსახურებას და მგზავრებს მეტროსადგურ „300 არაგველთან“ დააკავშირებს;
  • N553 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ღრმაღელემდე“ იმოძრავებს, გვაზაურის II შესახვევის, ზიგზაგის I და ბოგვის ქუჩების გავლით;
  • N554 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს თვალჭრელიძის ქუჩისა და ამავე ქუჩის II შესახვევის, ასევე, ბერიაშვილის ქუჩის მომსახურებას და მესამე მასივის გავლით, მგზავრებს მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დააკავშირებს;
  • N555 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს მგზავრთა გადაადგილებას მეტროსადგურ „300 არაგველამდე“, შორაპნის II ქუჩის, ზურაბიშვილისა და დოლაბაურის ქუჩების გავლით;
  • N556 მიკროავტობუსი - მგზავრებს როსტოვის, ქინქლაძის, ლარეხისა და ჩეჩელაშვილის ქუჩებით რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან დააკავშირებს;
  • N558 მიკროავტობუსი - უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესებას მეტროსადგურ „დელისამდე“, ნუცუბიძის I მიკრორაიონიდან ნუცუბიძის ქუჩის გავლით.

სხვა სიახლეები

  • მოცდის ინტერვალები შემცირდება შემდეგ მიკროავტობუსებზე: N403, N423, N424, N425, N428, N429, N439, N444, N445, N456, N465, N480, N496, N500, N510, N511, N520, N521, N524 და N546;
  • N411 მიკროავტობუსის მარშრუტი დამატებით მოემსახურება ქვემო ფონიჭალაში ალექსანდრე ბერიძის ქუჩის მოსახლეობას;
  • N419-ის მარშრუტი წრიული იქნება და მიკროავტობუსი სოფელ აგარაკების მოსახლეობას მოემსახურება;
  • N422 მიკროავტობუსი ნესტან დარეჯანის ქუჩიდან სოფელი დიღმის მიმართულებით იმოძრავებს;
  • N427-ის მარშრუტიც წრიული იქნება და დამატებით მოემსახურება იაკობ ცურტაველისა და გიორგი გურამიშვილის ქუჩებს;
  • მიკროავტობუსი - N486 მოემსახურება გლდანის ხევის მოსახლეობას;
  • N476 მიკროავტობუსის მარშრუტი შეიცვლება და სადგურის მოედნიდან მგზავრებს ნუცუბიძისა და მინდელის ქუჩების მიმართულებით მოემსახურება.

თბილისში 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესები შეიცვალა. ტრანსპორტში მგზავრობის გადახდის სისტემის ცვლილების შემდეგ, ერთჯერადი მგზავრობა გაძვირდა - 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდა. თუმცა სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის, რომლებიც მანამდე შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდნენ, პირობები გაუმჯობესდა და ხარჯი არ გაზრდილა.

XS
SM
MD
LG