გამომცემლობა „პალიტრა L"-ის ცნობით, საქართველოს ეწვევა (4-6 მაისს) ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი.
როგორც გამომცემლობა იუწყება, მწერალი მკითხველთან შეხვედრებს გამართავს, უპასუხებს მათ შეკითხვებს და დაარიგებს სამახსოვრო ავტოგრაფებს.
გამომცემლობა „პალიტრა L“ ფრედერიკ ბეგბედერის წიგნებს 2012 წლიდან გამოსცემს.
ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოში 2016 წლის მარტში იმყოფებოდა.
დაწერეთ კომენტარი