უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის ალყაში მოქცეული ქალაქებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის 9 აპრილს ათი ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული.
ვიცე-პრემიერი წერს, რომ მარიუპოლის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ქალაქი კერძო ავტომობილებითაც დატოვოს.
ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, გასული დღის განმავლობაში, 6 665 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მათ შორის, მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან გაყვანილია 5158 ადამიანი.