უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის, მათ შორის საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ტანკების გადაცემის, გამო რუსეთმა ჩეხეთის რესპუბლიკას გაუგზავნა საპროტესტო ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსკოვის თანხმობის გარეშე პრაღას არ აქვს უფლება მესამე ქვეყანას გადასცეს ამ სახეობის ტექნიკა.
ჩეხური გამოცემა „ჩესკე ნოვინის“ თანახმად ამის შესახებ განაცხადა ჩეხეთის კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ, რომელმაც დასძინა, რომ ამ „უაზრობაზე“ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არანაირ რეაგირებას არ მოახდენს, რადგან „ამ საშუალებებთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირ პუნქტი, რომელიც მათ რეექსპორტს კრძალვას“. ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვმა რუსეთის ნოტას უწოდა „მუქარა“ და „შანტაჟი“, რითაც რუსეთი ცდილობს დასავლეთის ქვეყნებს დააკარგვინოს უკრაინისათვის დახმარების სურვილი.
ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, რამდენჯერმე გაუგზავნა იარაღი და საბრძოლო მასალა უკრაინას. თავდაპირველად ჩეხეთმა უკრაინას აჩუქა 1,7 მილიონი დოლარის ღირებულების 4000 საარტილერიო ჭურვი. მოგვიანებით უკრაინამ ჩეხეთისგან მიიღო 8,6 მილიონი დოლარის ღირებულების ტყვიამფრქვევები, ავტომატები, შაშხანები, პისტოლეტები და ტყვია-წამალს.
მოგვიანებით ნატოს წევრმა ჩეხეთმა უკრაინას უფასოდ გადასცა ათობით Т-72 მოდელის ტანკი და ჯავშანმანქანა, რომელიც ჩეხეთის არმიის საცავებში საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანდაზმულია, როგორც უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ წერს, ამ მოდელის 30 მოდერნიზებული ტანკი აქტიურად გამოიყენებოდა ჩეხეთში და ახლა უკვე მას უკრაინის დამცველები გამოიყენებენ.
უკრაინული მედიის თანახმად, ჩეხეთმა უკრაინას „დანას“ კლასის თვითმაველი ჰაუბიცები და ჩეხოსლოვაკიის წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები „გრად“ РМ-70-ებიც, გაუგზავნა
დაწერეთ კომენტარი