აღდგომის ღამეს, 23 აპრილს, თბილისში მეტროს სამუშაო საათების რაოდენობა ერთჯერადად გაიზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მეტრო ღამის 12:00 საათის ნაცვლად, 04:00 საათზე დაიკეტება.
მერმა ასევე თქვა, რომ 24 და 25 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, თბილისში სასაფლაოებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ივლის.
ავტობუსები იმოძრავებს:
- მეტრო "დიდუბიდან" მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებამდე;
- მეტროსადგურებიდან, "მარჯანიშვილისა" და "სადგურის მოედნიდან", ძველი და ახალი კუკიის სასაფლაომდე;
- მეტროსადგურ "დელისიდან" საბურთალოს სასაფლაომდე;
- მეტროსადგურ "სარაჯიშვილიდან" ღრმაღელის სასაფლაომდე;
- ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაომდე;
- შუამთის ქუჩიდან და "ვარკეთილის" მეტროსადგურიდან ვარკეთილის სასაფლაომდე.
ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.