Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის დამქირავებლები და პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან რუსეთის გაზის დაუყოვნებელ აკრძალვას


ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ გერმანიის დამქირავებლებს და პროფკავშირებს, ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ რუსეთის გაზის იმპორტის დაუყოვნებელ აკრძალვას და აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი მოიტანს ქარხნების დახურვას და სამუშაო ადგილების დაკარგვას.

რაინერ დულგერმა, გერმანიის დამქირავებელთა კონფედერაციის (BDA) ხელმძღვანელმა და რაინერ ჰოფმანმა, გერმანიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (DGB) ხელმძღვანელმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 18 აპრილს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ენერგეტიკის სფეროში, მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გამო.

უკრაინის ლიდერები გამოდიან რუსეთის ბუნებრივი აირისთვის ემბარგოს დაწესების მოწოდებით და აცხადებენ, რომ ფული, რომელსაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ნავთობსა და გაზში იხდიან, იხარჯება უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვის ომზე.

დულგერი და ჰოფმანი შიშობენ, რომ ემბარგოს შესახებ ამჟამინდელ დებატებში არ არის საკმარისად გათვალისწინებული ის გარემოება, რომ სანქციებმა ზიანი არ უნდა მიაყენოს მათი დამწესებელი ქვეყნების ეკონომიკებს. როგორც სააგენტო dpa იუწყება, ორივე მათგანი ამბობს, რომ ამჟამად შემოთავაზებული წინადადებები ზიანს მიაყენებს გერმანიის ეკონომიკას და დასაქმების დონეს, უფრო მეტად, ვიდრე ეს რუსეთში მოხდება. უკრაინის დახმარების გზა, დულგერის და ჰოფმანის აზრით, გადის იმის უზრუნველყოფაზე, რომ გერმანიას ჰქონდეს სტაბილური ეკონომიკა და შრომის ბაზარი.

XS
SM
MD
LG