Accessibility links

site logo site logo

რუსეთი ასაიდუმლოებს უკრაინაში დაღუპულ სამხედროთა ნათესავების შესახებ მონაცემებს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, გაასაიდუმლოოს უკრაინაში დაღუპულ სამხედროთა ნათესავების შესახებ მონაცემები. ამის შესახებ BBC იტყობინება მთავრობის დადგენილების პროექტზე დაყრდნობით. ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოდ იქნება მიჩნეული.

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დროს დაღუპულთა შესახებ მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოა ჯერ კიდევ 2015 წლიდან. მაგრამ დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეღავათებს სამოქალაქო მოხელეები უფორმებენ. თავდაცვის სამინისტრო მთავრობას მიმართავს თხოვნით, ეს უფლებამოსილებები სამხედრო კომისარიატებს გადაეცეს საიდუმლოების რეჟიმის დასაცავად.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ასაჯაროებს უკრაინაში მიმდინარე ომში დაღუპული თავისი სამხედროების რაოდენობას. უკანასკნელად მან 25 მარტს განაცხადა, რომ დაღუპული იყო 1351 ადამიანი. უკრაინის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ 19 აპრილისთვის რუსეთის არმიაში დაღუპულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. შეიარაღებული კონფლიქტის მხარეები ხშირად აჭარბებენ ხოლმე მოწინააღმდეგის რიგებში მსხვერპლის რაოდენობას და ამცირებენ საკუთარს. საბრძოლო მოქმედებების გამო პრაქტიკულად შეუძლებელია ამ მონაცემების დამოუკიდებლად შემოწმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG