Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ მოსკოველი მამაკაცი ლურჯ-ყვითელი სპორტული ფეხსაცმელებისთვის დააჯარიმა


ბუტირკის რაიონულმა სასამართლომ 10 ათასი რუბლი ჯარიმა მიუსაჯა 40 წლის მოსკოველს, რომელიც ქალაქის ცენტრში დააკავეს, როცა ლურჯ-ყვითელი სპორტული ფეხსაცმელები ეცვა. მას ბრალი დასდეს მიტინგის ჩატარების წესების დარღვევაში. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ილია უტკინმა განაცხადა.

დაკავება 6 მარტს მოხდა. იმ დღეს მოსკოვში იმართებოდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ანტისაომარი აქცია, რომელზეც თითქმის ორი ათასი ადამიანი დააკავეს.

უტკინის სიტყვებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალაქის ცენტრში მივიდა ცოლისა და ქალიშვილისთვის სარვამარტო საჩუქრების საყიდლად. თეატრის მოედანზე ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, ჩასვეს პოლიციის მანქანაში და განაცხადეს, რომ მას ფეხებზე აქვს პოლიტიკური აგიტაციის საშუალება. პოლიციის განყოფილებაში დაკავებულზე შეადგინეს ოქმი, რომელშიც მითითებულ იყო, რომ ის ლოზუნგებს გაჰყვიროდა არასანქცირებულ მიტინგზე.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისიდანვე რუსეთის ხელისუფლება არ გასცემს საპროტესტო აქციების გამართვის ნებართვას და აკავებს ყველას, ვინც ასე თუ ისე გამოთქვამს აზრს ომის წინააღმდეგ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც უჭირავთ პლაკატები: „მშვიდობა მსოფლიოს“, „არა ომს“, „ფაშიზმი ვერ გაიმარჯვებს“. მათ შორის არის პლაკატები პუტინის ანტისაომარი ციტატით, სიტყვების მაგივრად ვარსკვლავებით, წარწერით „ორი სიტყვა“ და ა.შ. - ყოველივე ეს, პოლიციის აზრით, დაკავებისა და ოქმის შედგენის საფუძველს იძლევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG