Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზნიკოვი: უკრაინა ნატოს საგანგებო სამიტზე მიწვევას მოელის


უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 23 აპრილს თქვა, რომ მისი ქვეყანა მოელის მიწვევას ნატოს სამიტზე, რომელიც გერმანიაში გაიმართება მომავალ კვირაში შეერთებული შტატების ინიციატივით.

პენტაგონმა 40 მოკავშირე მიიწვია სამიტზე, რომელიც უკრაინასა და გრძელვადიანი უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება დასავლეთ გერმანიაში, რამშტაინში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე.

პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ 20 ქვეყნის, ნატოს წევრი და არაწევრი სახელმწიფოების, თავდაცვის მინისტრებმა და მაღალი რანგის გენერლებმა უკვე მიიღეს მიწვევა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინისგან.

გარდა იარაღითა და სხვა სახით დახმარებისა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოსგან და სხვა ქვეყნებისგან ითხოვა, უკრაინაში ფრენისთვის აკრძალული ზონა შეიქმნას, რათა დაეხმარონ უკრაინელებს რუსეთის ჯარების მოგერიებაში. ზელენსკის ამ მოთხოვნამ ინტენსიური დისკუსია წარმოშვა ნატოს რიგებში.

ამ დისკუსიების ფონზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 აპრილს განაცხადა, რომ ჩამოაგდო უკრაინის სამხედრო თვითმფრინავი Su-25 და გაანადგურა სამი სამხედრო ვერტმფრენი MI-8, რომლებიც ხარკოვის მახლობლად მდებარე აეროდრომზე იმყოფებოდნენ. უკრაინის მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი რუსეთის ამ განცხადებაზე.

XS
SM
MD
LG