Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ფსკოვში პოლიციამ აიძულა ქალი, გადაეღება თავისი ლურჯ-ყვითელი ღობე


რუსეთის ქალაქ ფსკოვში კრესტის მიკრორაიონის მაცხოვრებელს პოლიციამ მიაკითხა, ვინაიდან მან სახლის წინ ღობე ლურჯ-ყვითლად შეღება. პოლიციის ვიზიტის შემდეგ ქალმა ღობე გადაღება. ამის შესახებ Telegram-ის არხზე იტყობინებიან გამოცემები „ფსკოვსკაია გუბერნია“ და "7x7".

"7x7"-ის გამომწერის თქმით, მიკრორაიონის მაცხოვრებელი ღობეს ყოველ გაზაფხულზე ღებავდა ამ ფერებად. 22 აპრილს საღამოს მან კვლავ განაახლა საღებავი. ამის შემდეგ მას მეზობლებმა უჩივლეს.

ადგილზე მივიდა პოლიცია, ადმინისტრაციისა და სახლმმართველობის წარმომადგენლები. მათ ქალს უთხრეს, რომ უკრაინის დროშის ფერებთან ასოციაცია „არასასურველია“. ამის შემდეგ მან ღობე ლურჯად გადაღება, წერს „სევერ რეალიი“. ქალის მიმართ რაიმე სანქციების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

XS
SM
MD
LG