Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება


საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2021 წლის ივლისი
საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტები, სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. პარიზი, 2021 წლის ივლისი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება.

ზურაბიშვილი მეორე ვადით არჩეულ მაკრონს მიმართავს, რომ მასთან ერთად მოიგეს საფრანგეთმა და ევროპამ. საქართველოს პრეზიდენტი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მოიგეს ქართველებმა და უკრაინელებმაც, რადგან მათ სჭირდებათ ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას და გათელვას რუსეთი ვერ შეძლებს.

საფრანგეთში 24 აპრილს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლიბერალმა ემანუელ მაკრონმა ხმების 58%-ით დაამარცხა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი, რომელმაც ხმების 41% მიიღო. მაკრონმა ლე პენი მეორე ტურში დაამარცხა წინა, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.

ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წლის განმავლობაში საფრანგეთის პირველი ლიდერია, რომელიც პრეზიდენტად ზედიზედ მეორე ვადით აირჩიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG