Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა


საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით არავინ გარდაცვლილა.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 4 576 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 62 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 104​ ადამიანი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 441, საიდანაც, 333 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში

ამჟამად ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი.

26 აპრილის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1.35%;
  • ბოლო 7 დღის - 1.05%;
  • ბოლო 14 დღის - 1.13%;

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 654 375 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 800 ​ადამიანი.

XS
SM
MD
LG