Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა ლენდ-ლიზის კანონი უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდებისთვის


აშშ-ის და უკრაინის დროშები კაპიტოლიუმის შენობის ფონზე; ვაშინგტონის ოლქი, 5 მარტი, 2022 წელი
აშშ-ის და უკრაინის დროშები კაპიტოლიუმის შენობის ფონზე; ვაშინგტონის ოლქი, 5 მარტი, 2022 წელი

აშშ-ის კონგრესმა ლენდ-ლიზის პროგრამა დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატის ტვიტერის გვერდზე აღნიშნულია, რომ კანონს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს 417-მა წარმომადგენელმა, წინააღმდეგი კი 10 იყო.

მანამდე, 6 აპრილს, აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კანონი (ლენდ-ლიზის კანონი), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს და რომელიც საშუალებას მისცემს აშშ-ის პრეზიდენტს, უფრო ეფექტურად მიაწოდოს იარაღი და სხვა მარაგი უკრაინას რუსეთისგან მომდინარე აგრესიასთან გასამკლავებლად.

დოკუმენტს ძალაში შესვლისთვის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.

ლენდ-ლიზის კანონმა მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში გარდამტეხი როლი ითამაშა, ვინაიდან ამერიკას შეეძლო ჰიტლერის წინააღმდეგ ომში ჩართული ქვეყნებისთვის მიეწოდებინა შეიარაღება, სამშენებლო მასალები, საკვები და სხვა, ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ლენდ-ლიზის კანონს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუზველტმა 1941 წელს მოაწერა ხელი. კანონის ფარგლებში დახმარების პირველი პაკეტი დიდ ბრიტანეთს გაეგზავნა. კანონი მრავალწლიანი ლიზინგის საფუძველზე ამერიკის მხრიდან დახმარების გაწევას ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც კონკრეტულ მომენტში საჭირო შეიარაღების ან სხვა მასალის შეძენის ფინანსური საშუალება არ აქვთ.

კანონის ამოქმედება ამერიკის მიერ ყოველთვის აღიქმება მისი მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულებად.

XS
SM
MD
LG