Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პირადობის მოწმობისა და პასპორტის ფასი იზრდება


მიმდინარე წლის პირველი მაისიდან, საქართველოში პირადობის მოწმობის აღება 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტი კი 100-ის ნაცვლად - 150.

მთავრობის დადგენილებით, იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის განაცხადის შეტანიდან:

  • მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასური − 150 ლარი იქნება;
  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 30 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 75 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 150 ლარი;
  • იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 150 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 200 ლარი.

საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ელექტრონული მოწმობების განაცხადის შეტანიდან:

  • მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი იქნება;
  • მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 20 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 40 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 60 ლარი;
  • იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური − 60 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური − 90 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG