Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: პანდემია შესუსტებისკენ მიდის, დახურულ სივრცეში პირბადე ყველასთვის სავალდებულო ალბათ აღარ იქნება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება საქართველოში „სტაბილურად“ შეაფასა. „ყველა პარამეტრი გაუმჯობესებულია“, - თქვა მან და დასძინა: „ეს სტაბილური მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც გრძელდება და იმედია, მაისშიც გაგრძელდება“.

ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროშიც და საკოორდინაციო საბჭოზეც და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მალე მიიღებენ. „პირბადე უმრავლეს ქვეყანაში ღია სივრცეში მოხსნილია, ბევრ ქვეყანაში შემსუბუქებულია მისი ტარება დახურულ სივრცეში, მხოლოდ გარკვეული ჯგუფია, რომელიც ატარებს პირბადეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, სტაბილურმა ვითარებამ „არ უნდა გაგვათამამოს“. „პანდემია მიდის შესუსტებისკენ, მაგრამ ჯანმოს ჯერ არ გამოუცხადებია დასრულებულად. დიდი იმედი მაქვს, ჯანმო რაღაც პერიოდში წელს ამას გამოაცხადებს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

XS
SM
MD
LG