Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან მატარებლები ქუთაისის აეროპორტთან გაჩერდება


„საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო მატარებლები 30 აპრილიდან კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგურზე გაჩერდებიან. აეროპორტში კი მგზავრებს სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაიყვანენ. სადგურიდან აეროპორტამდე გზას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება.

„საქართველოს რკინიგზის“ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ის „თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე არის მორგებული“.

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან ერთი კვირის განმავლობაში უფასო იქნება - 30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს, თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე უფასოდ იმგზავრებს.

XS
SM
MD
LG