Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიული გაზეთი „პუტინის ვაჟიშვილების“ შესახებ წერს


ვლადიმირ პუტინი და ალინა კაბაევა, 2001 წელი
ვლადიმირ პუტინი და ალინა კაბაევა, 2001 წელი

შვეიცარიული გაზეთი SonntagsZeitung-ი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 2015 და 2019 წლებში ორი ვაჟი ეყოლა, რომელთაგან ერთი შვეიცარიაში ცხოვრობს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ბიჭები ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ალინა კაბაევამ გააჩინა. დასავლეთის პრესა ხშირად წერდა, რომ ის პუტინთან დაახლოებული პირია. შვეიცარიული გაზეთი ეყრდნობა ნაცნობი ექიმის მონათხრობს, რომელიც ირწმუნება, რომ ორივე მშობიარობა მან მიიღო. ექიმის ვინაობა გაზეთმა მისივე თხოვნით არ გაამხილა.

ექიმი წარმოშობით რუსეთიდანაა. ახალგაზრდობაში ის პუტინს იცნობდა. წყაროს ინფორმაციით, შვეიცარიის ქალაქი ლუგანო ბავშვის დაბადების ადგილად (2015 წელს) იმისთვის შეარჩიეს, რომ ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო. ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა. ის, რომ კაბაევამ ბავშვი გააჩინა (ზოგიერთი წყაროს ცნობით, ტყუპები, რასაც SonntagsZeitung-ი უარყოფს), ბევრმა მედიასაშუალებამ დაწერა. მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ მამა პუტინი იყო. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მაშინ ეს ხმები უარყო.

4 წლის შემდეგ ალინა კაბაევამ კიდევ გააჩინა ბავშვი, ამჯერად მოსკოვში. წყაროს ინფორმაციით, ეს „პრეზიდენტმა გადაწყვიტა“. ორივე ორსულობის დროს კაბაევა რამდენჯერმე იმყოფებოდა ლუგანოში, მაგრამ პუტინი მასთან ერთად არ ყოფილა. გამოცემა Wall Street Journal-ი ახლახან წერდა, რომ კაბაევა დიდ დროს ატარებს შვეიცარიაში, სახლში მაღალი გალავნებით და შვეულმფრენის დასაჯდომი მოედნით.

შვეიცარიულმა გამოცემებმა კაბაევას ან პუტინის წარმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვება ვერ შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG