Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანილოვი: პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ

ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტი, 2019 წლის ოქტომბერი
ფოტო არქივიდან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტი, 2019 წლის ოქტომბერი

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი ოლეკსი დანილოვი ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ, უნგრეთს კი, უკრაინის ტერიტორიის ნაწილთან მიმართებით, თავისი გეგმა ჰქონდა.

როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, დანილოვმა ეს განაცხადა 2 მაისს, ღამით, სატელევიზიო ტელემარათონისას, როცა ჰკითხეს ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების პროცესზე უნგრეთის გავლენის შესახებ და მან მაგალითად მოიყვანა უნგრეთის „მსგავსი ქცევა“.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რა ინფორმაციას ეფუძნება უნგრეთის მიმართ მისი ბრალდება. დანილოვის განცხადებას უნგრეთის მთავრობა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ უნგრეთის მთავრობა არაერთხელ დაადანაშაულა კრემლთან თანამშრომლობაში. უკრაინას და უნგრეთს უთანხმოება მანამდეც ჰქონდათ. ბუდაპეშტი კიევს ბრალს სდებდა უკრაინის დასავლეთში მცხოვრები უნგრელების შევიწროებაში, ხოლო უკრაინის ხელისუფლება უნგრეთის მთავრობას - მათთვის პასპორტების დარიგებაში.

XS
SM
MD
LG