Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთი და უნგრეთი აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის ნავთობზე


სლოვაკეთი და უნგრეთი აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს სანქციებს რუსეთის ენერგორესურსებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტზე, რომელიც, როგორც ევროკავშირი მიანიშნებს, შეთავაზების პირასაა იმისთვის, რათა მოსკოვი დაისაჯოს უკრაინაში შეჭრისთვის.

ორი ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი ძალიან არიან დამოკიდებული რუსეთის ნავთობზე და ამ ეტაპზე მისი ალტერნატივა არ აქვთ. სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის, რიჩარდ სულიკის თქმით, ქვეყნის ერთადერთ გადამამუშავებელ საწარმოს, "სლოვნაფტს", წლები დაჭირდება საიმისოდ, რომ რუსეთის ნედლი ნავთობიდან სხვა სახის ნავთობზე გადაერთოს.

რუსეთის ნავთობზე ძლიერადაა დამოკიდებული უნგრეთიც. საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი ხმას არ მისცემს სანქციებს, "რომლებიც შეუძლებელს გახდის ბუნებრივი აირის ან ნავთობის ტრანსპორტირებას რუსეთიდან უნგრეთში".

ევროკომისიის ახალმა წინადადებებმა შესაძლოა მოიცვას ეტაპობრივი ემბარგო რუსეთის ნავთობზე. როგორც ვარაუდობენ, ბლოკის 27 წევრი ამ წინადადებების განხილვას 4 მაისს დაიწყებს, თუმცა ზომების დამტკიცებას და ძალაში შესვლას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა 3 მაისს თქვა, რომ ბლოკის აღმასრულებელი შტო ახლოს არის ახალი სანქციების შეთავაზებასთან და პაკეტი მოიცავს ნავთობის იმპორტსაც. ქვეყნები, რომლებიც ამ ზომას მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ამით რუსეთს შეუწყდება დაფინანსება, რომელსაც ის უკრაინასთან ომისთვის იყენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG