Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Amnesty International-მა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში რუსეთის არმიის უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა, გამოაქვეყნა ახალი ანგარიში რუსეთის არმიის მიერ კიევის მახლობლად ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე.

დოკუმენტში უფლებადამცველები წერენ ქალაქ ბუჩაში 22 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზე და საჰაერო თავდასხმებზე ბოროდიანკაში, რომლის დროსაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ანგარიშის ავტორების თანახმად, ბუჩაში რიგი მკვლელობები განხორციელდა იარაღით, რომელიც რუსეთის გვარდიისა და რუსეთის არმიის სპეცრაზმის შეიარაღებიდან არის.

Amnesty International-ის ექსპერტებმა მკვლელობის ადგილზე აღმოაჩინეს იშვიათი საბრძოლო მასალა, რომელიც ჩვეულებრივ, გამოიყენება ჩუმი ავტომატიდან, და ჩუმი სნაიპერული შაშხანიდან, "ვინტორეზიდან" სასროლად. ასეთი ვაზნები და იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ. ამას გარდა, ბუჩაში აღმოაჩინეს სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებიც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 104-ე პოლკის მძღოლს ეკუთვნის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებს.

XS
SM
MD
LG