Accessibility links

site logo site logo

უკრაინა: დასრულდა ქალების, ბავშვების და ხანდაზმულების ევაკუაცია აზოვსტალის ქარხნიდან


აზოვსტალიდან ევაკუირებული პირები, 6 მაისი, 2022

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან დასრულდა ყველა ქალის, ბავშვის და ხანდაზმულის ევაკუაციის პროცესი - იმ ფონზე, როცა შენობას კვირების განმავლობაში უტევენ რუსეთის ძალები ომით გაჩანაგებულ საპორტო ქალაქში.

"პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: აზოვსტალიდან ევაკუირებულია ყველა ქალი, ბავშვი და ხანდაზმული პირი" - წერს სოციალური მედიით ვიცე-პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი, 7 მაისს.

"მარიუპოლის ჰუმანიტარული მისიის ეს ნაწილი დასრულებულია" - დასძენს ის, დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნიდან ევაკუაციის პროცესი უფრო ინტენსიური გახდა ბოლო ორი დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს დარტყმებს ამ ობიექტზე და თითქმის დანგრეულ სტრატეგიულ ქალაქზე.

რუსეთი ცდილობს დაასრულოს რეგიონის დაპყრობა და სახმელეთო ხიდი შექმნას მის მიერ 2014 წელს უკანონოდ ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შორის.

მარიუპოლი ყველაზე ინტენსიური შეტაკებების სამიზნე გახდა მას მერე, რაც რუსეთის ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ კიევიდან და ჩრდილოეთის სხვა ქალაქებიდან.

შაბათ-კვირამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ქარხნის მასშტაბურ შენობას 200-მდე სამოქალაქო პირი აფარებდა თავს, უკრაინის 2000-მდე დამცველთან ერთად.

გაერო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დიდი ძალისხმევით ცდილობდნენ ამ ადგილიდან ევაკუაციის პროცესის ორგანიზებას.

ადგილზე მყოფ მებრძოლთა ბედი ჯერჯერობით დაუდგენელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG