Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია მომავალ თვეში გამოთქვამს მოსაზრებას უკრაინის გაწევრიანების განაცხადზე


ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის ხელმძღვანელი
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის ხელმძღვანელი

ევროკავშირის აღმასრულებელი შტო, ევროკომისია მომავალ თვეში უპასუხებს უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მანამ, სანამ საკითხის განხილვას ბლოკის 27 წევრი ქვეყანა დაიწყებდეს - აცხადებს ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 9 მაისს.

ფონ დერ ლაიენმა ტვიტერით დაწერა, რომ ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მოუთმენლად ელის, გაეცნოს უკრაინის პასუხებს გაწევრიანების კითხვარზე.

"ევროკომისიის მიზანია თავისი მოსაზრება ივნისში წარმოადგინოს", - დასძენს ფონ დერ ლაიენი.

მოგვიანებით მან ევროპის პარლამენტს სტრასბურგში უთხრა, ევროპის მომავალი ასევე "უკრაინის მომავალიაო".

ზელენსკიმ 18 აპრილს გადასცა შევსებული კითხვარი ბლოკის წარმომადგენლებს და ამჟამად დოკუმენტის შესწავლა მიმდინარეობს.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების საკითხს გადაწყვეტენ ბლოკის წევრები, რომლებიც დაეყრდნობიან ევროკომისიის საექსპერტო შეფასებებს.

კანდიდატად დამტკიცების შემდეგ, ქვეყნებს უწევთ კომპლექსური და პოტენციურად ხანგრძლივი პროცესის გავლა, რომელიც ითვალისწინებს მკაცრი დემოკრატიული და კანონის უზენაესობის სტანდარტების შესრულებას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეეცდებიან გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მარტის დამდეგს გაგზავნეს საქართველომ და მოლდოვამაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG